ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დეა მეტრეველი მამუკა მდინარაძეს - არჩევნების წინ, ხელისუფლებაში დარჩენის ჟინით შეპყრობილი, ფარისევლურ განცხადებას აკეთებ

პარტია „ლელოს“ წევრი, დეა მეტრეველი უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს მიმართავს და აცხადებს, რომ მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება - „მართლმადიდებლური ქრისტიანობა - საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი!“ - უტიფრობა და სირცხვილია.
როგორც მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, მამუკა მდინარაძე „არჩევნების წინ, ხელისუფლებაში დარჩენის ჟინით შეპყრობილი, ფარისევლურ განცხადებას აკეთებს“.
დეპუტატ მამუკა მდინარაძეს - არც ერთხელ არ შეგიმჩნევია, სიტყვა არ დაგიძრავს, კითხვები არ დაგისვამს კულტურის მინისტრისთვის გელათში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, ღვთისმშობლის ჩამოშლილ მოზაიკაზე, ჯვრის მონასტერში და გერგეტის სამებაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე და არჩევნების წინ, ხელისუფლებაში დარჩენის ჟინით შეპყრობილი, ფარისევლურ განცხადებას აკეთებ - „მართლმადიდებლური ქრისტიანობა - საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი!“-აო, უტიფრობა და სირცხვილია.
დიახ, არაფერია საქართველოში იმაზე მეტად სახელმწიფოებრივი და ქრისტიანული ვიდრე ქართული ქრისტიანული ხელოვნება, რომელიც ნგრევის და გაქრობის პირას მიიყვანა ხელისუფლებამ და დღეს მაღალი პედესტალიდან გადმომდგარი მორალს გვიკითხავთ“, - წერს დეა მეტრეველი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.