ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დეა მეტრეველი: გაიყიდა!! კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეს უნიკალური შენობა, სახელმწიფო საკუთრება, თბილისში ზედ თავისუფლების მოედანზე… გაიყიდა 34 მილიონად

დეა მეტრეველი: გაიყიდა!!  კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეს უნიკალური შენობა, სახელმწიფო საკუთრება, თბილისში ზედ თავისუფლების მოედანზე… გაიყიდა 34 მილიონად
პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
გაიყიდა ‼️
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეს უნიკალური შენობა, სახელმწიფო საკუთრება, თბილისში ზედ თავისუფლების მოედანზე… გაიყიდა 34 მილიონად. იმის მაგივრად, რომ თბილისელებისთვის, ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო, კულტურულ სივრცედ გადაექციათ ადგნენ და გაყიდეს… ერთ დროს აქ მხატვრული თარგმანის კოლეგიას, ევროკავშირის და ნატოს საინფორმაციო ცენტრს და სხვა საჯარო უწყებებს ედოთ ბინა… გაყიდვის შემდეგ ალბათ კიდევ ერთ ახალ სასტუმროს ან ბიზნეს ცენტრ წამოჭიმავენ.
ქვეყნის ყველა რესურსი და შესაძლებლობა ვიწრო ადამიანების ჯგუფებს შორის ნაწილდება. რაც კი საუკეთესო აქვს დედაქალაქს, ქვეყანას ყველაფერს ასხვისებენ… აღარსად არის გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესი, მოქალაქეების, პროფესიული ჯგუფების საჭიროებები.
ეს არის ძალიან მანკიერი და საშიში პოლიტიკა, რომელიც აზიანებს თითოეული მოქალაქის ინტერესს!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.