“და მერე? ბრძოლის რომელი გზაა სწორი, ეს პარტიის სუბიექტური გადაწყვეტილებაა” – სამადაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

“ძლიერი საქართველოს” ერთ–ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე, კითხვას, რას იტყვის ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ასე პასუხობს:
“აქ წერია, რომ არსებულ პირობებში ვერანაირი არჩევნები ვეღარ ჩაითვლება დემოკრატიულ პროცესად. ვერც ახალი საპარლამენტო და ვერც ადგილობრივი. და მერე? ამაზე არაა უთანხმოება არც აქაურ ოპოზიციაში. ოპოზოციაში უთანხმოებაა არადემოკრატიული პროცესის იგნორირებაა სწორი, თუ ამ პროცესის მიუხედავად საარჩევნო ბრძოლაც. რაც შეეხება ზოგადად გარე აქტორების აზრს, 2020 წელს არც ბოიკოტს უჭერდა არავინ მხარს დასავლეთში და ევროკავშირმა დადო კრიზისის დასრულების გეგმა, მიშელის სახით, რომელსაც ნაც მომ ხელი არ მოაწერა და დღემდე სწორი იყოო იძახიან. ასე რომ ბრძოლის რომელი გზაა სწორი, ეს საბოლოოდ ყველა პარტიის სუბიექტური გადაწუვეტილებაა.”

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა თანამდებობის პირების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სასჯელაღსრულების დაწესებულება, არავის აქვს “ორი თავი” – ყველა ძალიან ფრთხილად იქნება