დაცული ტერიტორიების სააგენტომ კატარის სახელმწიფო დედაქალაქ დოჰაში, საერთაშორისო გამოფენაში Qatar Travel Mart 2025 მიიღო მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ კატარის სახელმწიფო დედაქალაქ დოჰაში, საერთაშორისო გამოფენაში Qatar Travel Mart 2025 მიიღო მონაწილეობა.
გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ. გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, B2C და B2B შეხვედრები, – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საერთაშორისო გამოფენა Qatar Travel Mart ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმად ითვლება, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს 60-ზე მეტ ქვეყანას, 300-ზე მეტ საერთაშორისო ორგანიზაციას და მას დაახლოებით 12 000 ვიზიტორი ესწრება. ღონისძიება ტრადიციულად დოჰაში ტარდება და მიზნად ისახავს ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციას, ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ინოვაციების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.
„აღსანიშნავია, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს უნიკალური ბუნება და კულტურა ვიზიტორებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაწილეობა კატარის ტურისტულ გამოფენაში ხელს შეუწყობს ეროვნული პარკების ცნობადობის მეტად გაზრდას და საქართველოს ბუნების პოტენციალით დაინტერესებული ვიზიტორების მოზიდვას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა