ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ტაჯიკეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ტაჯიკეთის დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი კომიტეტის და უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის OSCE წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სამუშაო შეხვედრაზე, ტაჯიკეთის დელეგაციის წევრები საქართველოში დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.
მხარეებმა გარემოსდაცვითი და ეკოტურისტული მიმართულებით ორი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული პროექტებისა და მიზნების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების დაცვა-მონიტორინგის კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება; მხარეები სამომავლო თანამშრომლობის საკითხზე შეთანხმდეთ.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ მტირალას, ქობულეთის, კინტრიშის, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, წალკის და მარტვილის კანიონებზე, სათაფლიას, პრომეთეს და თეთრა მღვიმეებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და განხორციელებულ პროექტებს და მართვის სპეციფიკას გაეცნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.