ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი: უწყების თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაიცვალა

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

უწყება მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

„დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქ. თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო.

პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შემთხვევა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.