ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დაცვაში ქვასავით მტკიცეა, შეტევაში კი..." - ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ბიქსენტ ლიზარაზუმ Telefoot-თან ინტერვიუში პსჟ-ს ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ლიზარაზუს თქმით, "კვარა" დიდი მატჩების ფეხბურთელია, რომელიც შეტევაში დანასავით ბასრია.
"ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად დიდი მატჩების ფეხბურთელია. ქართველმა "ლივერპულის" წინააღმდეგ გასაოცარი გოლი გაიტანა. დაცვაში ქვასავით მტკიცეა, შეტევაში კი დანასავით ბასრი და ზუსტი. ეს ფეხბურთელი მართლა ძალიან მიყვარს. ხვიჩა ამ სეზონში პსჟ-ს ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა", - განაცხადა ლიზარაზუმ.
შეგახსენებთ, პსჟ-სა და "ლივერპულს" შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 14 აპრილს, "ენფილდზე", თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.