დაშინებაზე, აგრესიაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც ახალ წელს ნაძვის ხის ნაცვლად ირჩევენ კუბოს

ის ადამიანები, ვინც ახალ წელს ნაძვის ხის ნაცვლად ირჩევენ კუბოს, რაღაც დაშინებაზე, აგრესიაზე საუბრობენ, როდესაც თვითონ არიან სიძულვილის ტირაჟირების უკან, თვითონ არიან ზიზღის ამ აგრესიული კამპანიის ავტორები და სათავეები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას სურს, ბოლომდე დააზარალოს ქვეყანა, ვინაიდან, ისინი ქართულ საზოგადოებას ვერ პატიობენ იმას, რომ უკვე მე-9 არჩევნებია, სასტიკად მარცხდებიან და არ მიეცათ ქართველ ხალხზე შურისძიების შესაძლებლობა.
“ვფიქრობ, საზოგადოება აქაც ხედავს, რომ მათ უნდათ, ბოლომდე დააზარალონ ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან, სინამდვილეში, ჩვენს საზოგადოებას ვერ პატიობენ იმას, რომ უკვე მე-9 არჩევნებზე სასტიკად დამარცხდნენ და ამან მათ არ მისცა იმის შესაძლებლობა, რომ შური ეძიათ ქართველ ხალხზე. მათ ხომ ხელისუფლებაში მოსვლა ამისთვის უნდათ, რომ ქართველ ხალხზე იძიონ შური, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ვერასდროს ეღირსებიან და ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ამას არ დავუშვებთ.” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს