დაღუპულია 17 და 23 წლის ახალგაზრდები… – რა ინფორმაციას ავრცელებს საფრანგეთის პოლიცია

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ, მთელი საფრანგეთის მასშტაბით გამართულ ზეიმზე 2 ადამიანი დაიღუპა და ასობით დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ დაქსში, გულმკერდის არეში დაჭრის შედეგად 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
პროკურატურის განცხადებით, პარიზის ცენტრში, 23 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც სკუტერს ატარებდა და ავტომობილი შეეჯახა.
ზეიმის ფარგლებში, გულშემატკივრებმა დააზიანეს ავტობუსის გაჩერებები, დაწვეს მანქანები, ჰაერში გაუშვეს სასიგნალო რაკეტები და პიროტექნიკა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 192 ადამიანი, დაკავებულია 559 ადამიანი, მათ შორის, 491 პარიზში. მათვე ინფორმაციით, დაშავდა 22 პოლიციელი და შვიდი მეხანძრე. დამწვარია 264 მანქანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია