“დაფიქრდი მოსამართლევ!” – ლანა ღოღობერიძე ამაღლობელის მოსამართლეს

კინორეჟისორი, ლანა ღოღობერიძე „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლე, ნინო სახელაშვილს მიმართავს და წერს:
„მზია მთელი ცხოვრება თავისუფლებისათვის მებრძოლი, თანმიმდევრული და დაუდეგარი. ის ერთი პატარა ჟესტიც ხომ ამ თვისებების გამოვლინება იყო და კიდევ, პასუხი კაცის მიერ ქალისთვის მიყენებულ შეურაცხყოფაზე – ღირსეული ქალის პასუხი. ჩემთვის ის სწორედ ამ პიროვნული, ქალური ღირსების სიმბოლოა. მისი განაჩენი, რეჟიმის განაჩენი იქნება. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ კონკრეტულად… როდესაც ვფიქრობ, რომ ამ სუსტი ჯანმრთელობის ქალმა, ვისაც დღეს თვალების, ანუ მხედველობის პრობლემები აქვს, შეიძლება წლები გაატაროს ციხეში, სული ყელში მებჯინება! კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მოსამართლევ! დღეს უთვალავი თვალია შენკენ მოპყრობილი! იქნებ მოხდეს სასწაული და შენში გაიმარჯვოს თანაგრძნობისა და სამართლიანობის განცდამ, რომელიც ასე ბუნებრივია ადამიანისათვის!“

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ