დაფინანსებები, რაც მალულია და საზოგადოებამ არ იცის, იმ დონორებისგან მოდის, რომელთა საშუალებითაც ფინანსდება რადიკალიზმი, ექსტრემიზმი

დაფინანსებები, რაც მალულია და საზოგადოებამ არ იცის, იმ დონორებისგან მოდის, რომელთა საშუალებითაც ფინანსდება რადიკალიზმი, ექსტრემიზმი
თბილისის მერი აცხადებს, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაციის საშუალებით, ქვეყანაში რადიკალიზმი და ექსტრემიზმი ფინანსდება, რომლის გასაჯაროებაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არ სურთ.
კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რას ემსახურებოდა ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ტრენინგი.
„რადიკალიზმი არის ქვეყანაში. სხვათა შორის, დაფინანსებები, რაც მალულია და საზოგადოებამ არ იცის, იმ დონორებისგან მოდის, რომელთა საშუალებითაც ფინანსდება რადიკალიზმი, ექსტრემიზმი. რომ გვეუბნებოდნენ, მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ტრენინგებს ვუტარებთო, რეალურად, საზოგადოებამ დაინახა, რასთან დაკავშირებით ატარებდნენ ტრენინგს. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლის გასაჯაროება არ უნდათ. პირველ რიგში, ეს პრობლემას უქმნის მათ „მამებს“, იმ დონორ ორგანიზაციებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში რადიკალიზმს მომავალი არ აქვს და მას ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის შესაბამისი რე
აგირება მოჰყვება.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადიკალიზმს ქვეყანაში არ აქვს მომავალი. იქნება რადიკალიზმი? კანონდარღვევა? – ამას ხელისუფლების, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება რეაგირება და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ