ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“დაფინანსება 3 თვით შეჩერდა და იმედია კიდევ დიდი ხნით გაჩერდება”– კობახიძე

“დაფინანსება 3 თვით შეჩერდა და იმედია კიდევ დიდი ხნით გაჩერდება”– კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მიესალმება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს.
კობახიძე იმედოვნებს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება 90 დღის შემდეგაც გაგრძელდება, ვინაიდან „ოცნების“ პრემიერის მტკიცებით, “არ შეიძლება გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები“.
“როგორც მოგეხსენებათ, დაფინანსება 3 თვით შეჩერდა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. არ შეიძლება გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.