დაუჭამიათ ერთმანეთი საერთოდ – როგორც უნდათ ისე მოიქცნენ, მთავარია 4 ოქტომბერი არ გაიმეორონ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა „ოპოზიციურ ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.
მან მედიას მოუწოდა, ალიანსთან დაკავშირებით კითხვები სუს-სა და უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს დაუსვან.
„დაუჭამიათ ერთმანეთი საერთოდ. არ ვარ დაინტერესებული მათი „პოსტებით“, არ ვკითხულობ. ამ თემაზე თუ რაიმე გაინტერესებთ, უნდა ჰკითხოთ მამუკა მდინარაძეს, სუს-სს ახლა უკვე სუს-ის ახალ ხელმძღვანელს. რამდენიმე დღის წინ, მამუკა მდინარაძემ თავისი პირით აღიარა, რომ 4 ოქტომბრის პროვოკაცია იყო სუს-ის დაგეგმილი. შესაბამისად, ყველა ის პროცესი, რომელიც მიდის ალიანსში მონაწილე პარტიების და სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, შეგიძლიათ ჰკითხოთ სუს-ს, იმიტომ რომ მათ უკეთესად იციან, ვიდრე ჩვენ. მათი საქმე არ მაინტერესებს. ქართველი ხალხი შეაფასებს ამას და გადაწყვეტს. მათი გადაწყვეტილებაა, მათი არჩევანია, უნდათ ცალ-ცალკე იქნებიან, უნდა ერთად. როგორც უნდათ ისე მოიქცნენ, მთავარია 4 ოქტომბერი არ გაიმეორონ. ეს არის ყველაზე მთავარი მოთხოვნა“, – განაცხადა ფილფანმა.




