ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაუშვებელია კრიტიკული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ეხმაურება დღეს, 7 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელ დირექტორზე, გიორგი კლდიაშვილზე და გასულ კვირას, 5 აპრილს, პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმებს.
კლდიაშვილთან ერთად თავს დაესხნენ “ფორმულას” გადამღები ჯგუფის წევრებსაც.
“სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.
მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან, რის დადასტურების შემთხვევაშიც ძალადობრივ ქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძოს თითოეული ეს შემთხვევა.
ამავე თემაზე:
· IDFI-ს დირექტორს და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – ფორმულა
· პოლიციამ ლადო აფხაზავას საქმეზე გამოძიება დაიწყო

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.