დაუყოვნებლივ დაუწესდეს სანქციები “ოცნების” მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახებს – მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტებისა და Freedom House-ის მიმართვა აშშ-სა და EU-ს

დაუყოვნებლივ დაუწესდეს სანქციები “ოცნების” მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახებს – მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტებისა და Freedom House-ის მიმართვა აშშ-სა და EU-ს
მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტები და Freedom House შეერთებულ შტატებსა და ევროპელ მოკავშირეებს “ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრების დასანქცირებისკენ მოუწოდებენ, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნიან. ამის შესახებ სამი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
“მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დააწესონ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის არიან “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები და მათი ოჯახები. შეერთებული შტატები, “ქართული ოცნების” ხელისუფლების ავტოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ, ქართველ ხალხთან უნდა დადგეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო