ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაუყოვნებლივ გადმომეცით შვილის ცხედარი, ადამიანურად რომ დავმარხო – ნავალნის დედა პუტინს

ალექსეი ნავალნის დედა, ლიუდმილა ნავალნაია ავრცელებს ვიდეომიმართვას, რომელშიც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სთხოვს, რომ შვილის ცხედარი გადასცეს.
"ჩემს უკანაა მე-3 გამოსასწორებელი კოლონია, სადაც 16 თებერვალს ჩემი შვილი დაიღუპა. მეხუთე დღეა არ მაჩვენებენ მას, არ მაძლევენ ცხედარს და არც მეუბნებიან სადაა. მოგმართავთ თქვენ, ვლადიმირ პუტინო. საკითხის გადაჭრა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მაღირსეთ ერთხელ და საბოლოოდ შვილის ნახვის უფლება. მოვითხოვ დაუყოვნებლივ გადმომცეთ ალექსეის ცხედარი, რათა ადამიანურად დავკრძალო." – თქვა მიმართვაში გარდაცვლილი ოპოზიციონერის დედამ.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ამ დრომდე უცნობია სად არის მისი ცხედარი, რომელსაც ოჯახის წევრებს არ აძლევენ. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, რომელიც ახლა ევროპაში იმყოფება, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.