"დატვირთულობა 20%-მდე შემცირდა, ჯავშნები უქმდება" - სასტუმრო "კოპალა"

თბილისის სასტუმროებში ზამთრის ტურისტულ სეზონზე დატვირთულობა შემცირებულია. როგორც სასტუმროების წარმომადგენლები BMG-სთან აცხადებენ, თბილისისთვის ისედაც არააქტიურ პერიოდში, 2025 წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება.
სასტუმრო "კოპალას" გენერალური მენეჯერი მირანდა ყვავაძე BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, რომ სასტუმროს დატვირთულობა შემცირებულია, ბოლო პერიოდში კი ჯავშნების გაუქმების შემთხვევებიც გახშირდა.
"ძალიან შემცირებულია დატვირთულობა, 1-2 ნომერი რომ იქნება დაკავებული, რაზეა საუბარი საერთოდ. პროცენტულად ალბათ 15-20%-ითაა დატვირთული. ებრაელების ჯგუფი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ გააუქმეს. გაუქმების შემთხვევები ხშირია, ახალ წლებზეც ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა. საერთოდ, ისედაც დაბალი აქტივობაა იანვრის ბოლო-თებერვალი, თბილისისთვის ცუდ სეზონად ითვლება, მაგრამ აქამდე რაღაც მაინც იყო და ახლა საერთოდ არაფერია", - აღნიშნავს მირანდა ყვავაძე BM.GE-სთან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.