ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დატვირთვა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა" - მესტიაში მდებარე სასტუმრო „მარგიანშა სახლი“

"დატვირთვა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა" - მესტიაში მდებარე სასტუმრო „მარგიანშა სახლი“

მესტიაში მდებარე საოჯახო სასტუმრო „მარგიანშა სახლი“ 2025 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს.
როგორც სასტუმროს წარმომადგენელი მზეო კვანჭიანი BM.GE-სთან ამბობს, წლევანდელი სეზონი გასულ წელთან შედარებით განსაკუთრებით დატვირთულია და ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
„წელს დატვირთვა ბევრად მეტია. ჩვენი მომხმარებლები როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი ტურისტები არიან - ძირითადად იტალიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და ჩინეთიდან. ქართველების და უცხოელების წილი სასტუმროს დატვირთვაში 50/50-ზე ნაწილდება“, - აღნიშნა კვანჭიანმა.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ჯამურად 35 სტუმრის მიღება შეუძლია. სტანდარტულ ნომერში განთავსება, ორჯერადი კვებით ერთ ადამიანზე 100 ლარი ღირს. ტურისტული ობიექტი მომხმარებლებს, განთავსებასთან ერთად, სვანურ სამზარეულოსაც სთავაზობს.
„3 წელია რაც გავიხსენით და წლიდან წლამდე ეტაპობრივად ვვითარდებით. მაგალითად, წელს ორი ნომერი და ვერანდა დავამატეთ“, - ამბობს მზეო კვანჭიანი, თუმცა კონკრეტულ ინვესტიციის მოცულობას არ ასახელებს.
კვანჭიანი გამოწვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ზამთრის სეზონზე, ხშირი ელექტროენერგიის შეფერხების გამო, სასტუმროსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ენერგომომარაგებაა. თუმცა, როგორც ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი ამბობს, გენერატორის არსებობა შეუფერხებელ მომსახურებას ცივ სეზონშიც უზრუნველყოფს.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.