არქივი6 იანვარი, 2024, 14:26
დატბორილი სახლები და საცხოვრებლებიდან გახიზნული ბავშვები | "ოცნების ქალაქის" მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
"ოცნების ქალაქის" მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ბათუმის ამ დასახლებაში ადგილობრივები გაუსაძლის საცხოვრებელ პირობეზე საუბრობენ და ყვებიან, რომ ყოველი წვიმის შემდეგ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელი ხდება. დგება გუბეები და სახლებს წვიმის წყალი ტბორავს. ბოლო დღეების უამინდობის გამო "ოცნების ქალაქიდან" 30-ზე მეტი ბავშვი გახიზნეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლებას სანიაღვრე არხების მოწესრიგების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მათთან არავინ მისულა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.