დატბორილი სახლები და განადგურებული ნაკვეთები – წალენჯიხაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ორი დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ წალენჯიხაში სოფლები დატბორა. წყლით დაიფარა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები. ადიდებულმა მდინარემ გადაადგილება შეაფერხა როგორც ცენტრალურ, ისე შიდა გზებზე. განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები და დახოცილია შინაური ცხოველები.
უშუქობა იყო, მთელი ნაწრეტი წყალი წამოვიდა ჩვენი სახლისკენ პირდაპირ, წამოიღო ქვა-ღორღი, შემოგვივარდა ოთახებში, დამიზიანდა ავეჯი, ტექნიკა, პროდუქტი, რომეილც ზამთრის მარაგად მქონდა ნაყიდი და შეძენილი. ძალიან დიდი ზარალი გვაქვს, – ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივი ამბობენ, რომ წინა არასწორად დაგეგმილმა საავტომობილო გზის მშენებლობამ გამოიწვია ის შედეგი, რომ ყოველი უხვი ნალექის დროს ასეთი ამბავი ხდება.
მერის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. გაწმენდითი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)