ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დასრულდა სამდღიანი ვიზიტი ვაშინგტონში - მნიშვნელოვანი შეხვედრები თეთრ სახლში და სახდეპში... დღეიდან 5 დღე ნიუ იორკში, მერე ბოსტონი" | ნიკა გვარამია

"დასრულდა სამდღიანი ვიზიტი ვაშინგტონში - მნიშვნელოვანი შეხვედრები თეთრ სახლში და სახდეპში... დღეიდან 5 დღე ნიუ იორკში, მერე ბოსტონი" | ნიკა გვარამია

"დასრულდა სამდღიანი ვიზიტი ვაშინგტონში - მნიშვნელოვანი შეხვედრები თეთრ სახლში და სახდეპში... დღეიდან 5 დღე ნიუ იორკში, მერე ბოსტონი", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და ამერიკულ ვიზიტს აჯამებს.
დასრულდა სამდღიანი ვიზიტი ვაშინგტონში. შესანიშნავი და მნიშვნელოვანი შეხვედრები თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტში, ჰადსონის ინსტიტუტსა და ატლანტიკურ საბჭოში, ვაშინგტონ პოსტსა და ამერიკის ხმაში. დასრულდა NED Gala-ზე (დემოკრატიის ეროვნული ფონდი, National Endowment for Democracy) სტუმრობით, სადაც ორგანიზაციის 40 წლისთავი აღინიშნა. დღეიდან 5 დღე ნიუ იორკში: საჯარო ლექცია კოლუმბიის უნივერსიტეტში, პრესის თავისუფლების პრიზით დაჯილდოვება და რამდენიმე შეხვედრა. მერე - ბოსტონი, საჯარო ლექცია ფლეჩერის დიპლომატიის სკოლაში, - წერს ნიკა გვარამია.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.