ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დასმენის ოსტატი – 18 წლის გერმანელმა პოლიციას 4227 მოქალაქე დააჯარიმებინა

გამოცემა Bild-ის ცნობით, ქალაქ გრეფენჰაინიჰენის მკვიდრმა, 18 წლის ნიკლას მატეიმ საკუთარი თანამოქალაქეები 4227-ჯერ პოლიციასთან დაასმინა.
ახალგაზრდა სოციალურ ქსელებში საკუთარ თავს მოიხსენიებს "დასმენების ოსტატად". მატეი ყოველდღიურად ქალაქში ველოსიპედით გადაადგილდება და პარკირების წესების დამრღვევებს ეძებს. მას ღია მწვანე ფერის კოსტიუმი აცვია.
დამრღვევის პოვნის შემთხვევაში, ის მობილური ტელეფონით იღებს ფოტოს და განაცხადს პოლიციაში აგზავნის. მატეის აქტივიზმის შედეგად ქალაქის 8% დაჯარიმდა.
როგორც გამოცემა წერს გამოკითხული მოქალაქეების სრული უმრავლესობა მატეის საქმიანობით უკმაყოფილოა, ახალგაზრდის მიმართ არაერთი ადამიანი აგრესიას იჩენს.
მატეის თქმით, მხოლოდ 2023 წელს, მისი დახმარებით, არასწორი პარკირებისთვის 4227 გრეფენჰაინიჯენის მოსახლე დაჯარიმდა. ჯარიმების ჯამმა 140 000 ევრო შეადგინა. ამასთანავე, მატეი ზოგჯერ სამართალდამცავებსაც აკრიტიკებს. მაგალითისთვის, მან შენიშვნა მისცა საპატრულო ეკიპაჟს, რომელსაც მანქანის ნომრები ბინძური ჰქონდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.