დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, მთლიანობაში, დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, მთლიანობაში, დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზრდა 20 100 ადამიანით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.
„რაც შეეხება ეკონომიკას, დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზრდა 20 100 ადამიანით, მიაღწია 978 500-ს ამ მაჩვენებელმა. რაც შეეხება თვითდასაქმებულთა რიცხოვნობას, გაიზარდა 19 700 ადამიანით და მიაღწია 433 500-ს. ამავე პერიოდში, უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14 700-ით.
მთლიანობაში, გასული 3 წლის განმავლობაში, დასაქმების თვალსაზრისით, გვქონდა ძალიან კარგი ზრდა. დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 195 000-ით. შესაბამისად, ჩვენი ამბიციური მიზანი, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ არის აბსოლუტურად რეალისტური და მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, სწორედ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება