ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დასავლურმა კომპანიებმა რუსეთიდან წასვლის შემდეგ $100 მლრდ-ზე მეტი იზარალეს – Reuters

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიიდან გასვლა უცხოურ კომპანიებს $107 მლრდ-ის ჩამოწერა და დანაკარგი დაუჯდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ჩამოწერების მოცულობა, გასული წლის აგვისტოს შემდეგ, მესამედით გაიზარდა.
იელის მენეჯმენტის სკოლის ანალიზის თანახმად, რუსეთში დაახლოებით 1000-მა კომპანიამ გააჩერა ბიზნესი რუსეთში. თუმცა, ასობით კომპანია, მათ შორის Auchan და Benetton, კვლავ რჩებიან..
გლობალური რისკის საკონსულტაციო კომპანია S-RM-ის წარმომადგენელი იან მასეი Reuters-თან აცხადებს, რომ „რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრა გრძელდება, კომპანიები, რომლებიც კვლავ ცდილობენ რუსეთიდან გასვლას, სავარაუდოდ, შემდგომ სირთულეებს წააწყდებიან და იძულებულნი იქნებიან შეეგუონ უფრო დიდ ზარალს“.
წელს თითქმის $10 მლრდ-ის ოდენობით და 90%-მდე ფასდაკლებით გამოცხადდა Shell-ის, HSBC-ის, Polymetal International-ისა და Yandex NV-ის საკუთრებაში არსებული აქტივების გაყიდვები. გასულ კვირას Danone-მა განაცხადა, რომ მან მარეგულირებლის თანხმობა მიიღო რუსული აქტივების გაყიდვის შესახებ და კომპანიის ზარალმა $1.3 მლრდ შეადგინა.
Reuters წერს, რომ მოსკოვმა უკვე აიღო დროებითი კონტროლი რამდენიმე დასავლური კომპანიის აქტივებზე, მათ შორის Fortum-ზე, Carlsberg-ზე, OMV-სა და Uniper-ზე. ამ დროისთვის რუსეთში აგრძელებენ ოპერირებას - Mondelez International, PepsiCo, Auchan, Nestle, Unilever და Reckitt.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.