დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო – ასე გადაინაწილეს უკრაინა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე The Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ უკრაინა სხვადასხვა ძალის ინტერესებს ემსხვერპლა. „კრება დარჩა მხიარული“: 24 საათში შტატები მიიღებს სასარგებლო წიაღისეულზე აბსოლუტურ წვდომას; ამავდროულად, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარს უბრუნდებიან; ევროპა, როგორც ყოველთვის, ბებერი კურტიზანივით დანებდება, რომ ახალი გეოპოლიტიკური ვითარებით მიიღოს სიამოვნება; რუსეთი ჯერ ყირიმის აღიარებას ეცდება და შემდეგ, დანარჩენი ოკუპირებული ოლქებისას – ომამდელი სამხედრო ბიუჯეტი გააორმაგა და სამხედრო მრეწველობა გაასამმაგა… ვინ დარჩა გაწეწილ-გაგლეჯილი? სამწუხაროდ, მხოლოდ უკრაინა! P.S. არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი! ასე გადაინაწილეს უკრაინა და ახლა, წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ, ქართველი უსამშობლოებისთვის რომ დაგვეჯერებინა და დასავლეთის ძირგამომპალი, ლიბერალური თამაშის წესები მიგვეღო“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.