დასავლეთ საქართველოში სუპერმარკეტების ქსელები უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი, ვიდრე აღმოსავლეთში - TBC Capital
აღმოსავლეთ საქართველოში ქსელური სუპერმარკეტების გავრცელება და მათი წილი სწრაფად მოხმარებადი საქონლით ვაჭრობის სექტორში უფრო დაბალია, ვიდრე დასავლეთ საქართველოში - ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებული მიმოხილვიდან ირკვევა.
მიმოხილვის თანახმად, თბილისში ქსელური სუპერმარკეტების წილი სექტორის მთლიან გაყიდვებში 57%-ს შეადგენს, დასავლეთ საქართველოში ის 39%-ია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18%.
TBC Capital-ის თანახმად, მთლიანად ეროვნული მასშტაბით გაყიდვების მოცულობით სექტორის უმსხვილესი მოთამაშე არის "ნიკორა" რომლის წილიც ორგანიზებული ბაზრის სეგმენტზე 18.9%-ს შეადგენს, მეორე პოზიცია უჭირავს ორ ნაბიჯს 18.8%-იანი წილით, ხოლო მესამე პოზიცია კარფურს 13.6%-ით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.