დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ევროპის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო და ქუთაისის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები, საქართველოში საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს, ლატვიის და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოების პოლიციის ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები ესწრებოდნენ.
„პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვრის კვეთისას გავრცელებულ დანაშაულებზე და მათზე რეაგირების საკითხებზე. სტუმრებმა, თავის მხრივ, პროკურატურის წარმომადგენლებს მათი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ