ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებული რეიდის დროს 7 პალესტინელი დაიღუპა

დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებული რეიდის დროს 7 პალესტინელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა რეიდი ქალაქ ტულქარმში განახორციელეს, სადაც ისრაელელი ჯარისკაცები და პალესტინელი მებრძოლები ერთმანეთს ქუჩებში დაუპირისპირდნენ.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაპირისპირებას „ჰამასისა“ და „ფატაჰის“ მებრძოლები ემსხვერპლა. ასევე, სროლის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.