დასავლეთში სიტყვის თავისუფლება დაბალ ნიშნულზე იმყოფება, ინფორმაციის შეგნებული დაბლოკვა ამსხვრევს დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის წარმოდგენას- აღნიშნული ფაქტი აჩვენებს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბებს

დასავლეთში სიტყვის თავისუფლება დაბალ ნიშნულზე იმყოფება, ინფორმაციის შეგნებული დაბლოკვა ამსხვრევს დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის წარმოდგენას- აღნიშნული ფაქტი აჩვენებს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბებს
„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, საკონსულტაციო კომპანიას, Julius Baer-ის წინააღმდეგ დაწყებულ დავასთან დაკავშირებით, ინფორმაციის გავრცელების პრობლემას წააწყდნენ“-წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ ბრძოლასთან, სადაც ერთი ჯგუფის მიერ მართული, სხვადასხვა ორგანიზაციების კოორდინირებულ მოქმედებას ვხედავთ! მისივე თქმით, სამწუხაროდ, დასავლეთში არსებული რეიტინგული მედია, კონკრეტული ჯგუფის გავლენების ქვეშ იმყოფება, რაც მათ მართვად მედიად აქცევს!
„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, საკონსულტაციო კომპანიას, Julius Baer-ის წინააღმდეგ დაწყებულ დავასთან დაკავშირებით, ინფორმაციის გავრცელების პრობლემას წააწყდნენ. უცხოური მედია უარს აცხადებს ინფორმაციის გავრცელებაზე, იმავე შემთხვევა იყო წლების უკან, როცა დასავლური მედია კრედიტ სუისის საქმეს არ აშუქებდა. საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ ბრძოლასთან, სადაც ერთი ჯგუფის მიერ მართული, სხვადასხვა ორგანიზაციების კოორდინირებულ მოქმედებას ვხედავთ!
დღეს, დასავლეთში სიტყვის თავისუფლება კრიტიკულად დაბალ ნიშნულზე იმყოფება, თავისუფალი მედია კი რეანიმაციაში სულს ღაფავს! ინფორმაციის შეგნებული დაბლოკვა, ამსხვრევს დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის წარმოდგენას! სამწუხაროდ, დასავლეთში არსებული რეიტინგული მედია, კონკრეტული ჯგუფის გავლენების ქვეშ იმყოფება, რაც მათ მართვად მედიად აქცევს! აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბებს, რომელიც დიდი ხანია ფინანსური დავის ჩარჩოებს გასცდა“-წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც