დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან
დასავლეთმა უარყო მშვიდობა რუსეთთან ან საბჭოთა კავშირთან, რომლის მთავარი ნაწილიც რუსეთი იყო, 180 წლის განმავლობაში, 1840-იანი წლებიდან მოყოლებული, არაერთხელ. ეს არის ღრმა რუსოფობია, რომელმაც ევროპას განუზომელი ზიანი მიაყენა ამ უგუნური, ყოვლისმომცველი, გაუმართლებელი, არარეალური უნდობლობითა და მოტყუებით, დასავლეთის მიერ პოტსდამში თუ გორბაჩოვთან 1990 წლის თებერვალში და სხვა მრავალ შემთხვევაში დადებული შეთანხმებების დარღვევით და რუსეთთან ან საბჭოთა კავშირთან კოლექტიური უსაფრთხოების არაერთხელ უარყოფით, – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა ჯეფრი საქსმა განაცხადა.
მისი განმარტებით, რასაც ახლა ვხედავთ, დასავლეთის რეფლექსური რეაქციაა და გასაკვირი არ არის, რომ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ხელმძღვანელობით, ევროპამ კვლავ წამოიწყო მცდარი თამაში, რომელიც მისთვის საფრთხის შემცველია, პირველ რიგში იმიტომ, რომ კიდევ ერთ ომში შედიან. “ამან გამოიწვია ევროპული ომები ან ევროპის დაუცველობა. ასე რომ, ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის დასავლეთის ერთგვარი რეფლექსური ქმედება, ამჯერად, რაც სულაც არ არის გასაკვირი, მას სათავეში უდგანან საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია – ქვეყნები, რომლებმაც ეს მცდარი, დამღუპველი თამაში რამდენჯერმე ითამაშეს და ისინი ამას კიდევ ერთხელ, ისევ და ისევ აკეთებენ. ეს ძალიან სამწუხაროა საყურებლად. ეს ღრმად საფრთხის შემცველია თავად ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან. ისინი ამას წინასწარმეტყველებენ და მოუწოდებენ კიდეც ამისკენ. თავის მხრივ, ეს უცნაურია. ტრაგიკულია, მაგრამ ეს განმეორებადი ნიმუშია, რომელიც თითქმის ორი საუკუნის წინანდელ რუსოფობიაზეა დაფუძნებული.” – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული