დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი, ეს უნდა შევიგნოთ – მამუკა მდინარაძე

„მონური დამოკიდებულება უნდა მოვიშოროთ. ევროპელები, ზოგადად დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი, ეს უნდა შევიგნოთ“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკამ მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მდინარაძე „ღია საზოგადოების ფონდში” არასამთავრობოების შეკრებაზე ნინო ლომჯარიას სატელეფონო საუბრის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ „საინტერესოა ლომჯარიამ თავად დაასახელოს ვის ესაუბრებოდა“.
მისივე განცხადებით, რადგან ნინო ლომჯარია კომენტარს არ აკეთებს, ესე იგი ინფორმაცია რეალურია და რადგან ინფორმაცია რეალურია, ისიც რეალურია რომ მათ მხოლოდ გარედან დავალებების მიღების იმედი და რაღაცნაირად დალაგების იმედი აქვთ, რომ ამან აღაშფოთოს ქართული საზოგადოება.
„ეროვნული თავმოყვარეობა უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ შევიგნოთ, რომ ყველაფერი, რაც დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული, როგორც ესენი ამბობენ რუსული კი არ არის, არის ქართული თავმოყვარეობიდან გამომდინარე და როდესაც მათ რამე გაუჭირდებათ და ეგრევე გარეთ რეკავენ, ეს არის მონური, საბჭოთა სტილის დამოკიდებულება“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Next: რაც უნდა შეშფოთდნენ უცხოეთიდან პატრონები და ქართველმა “ენჯეოშნიკებმა” პროტესტი გამოთქვან, ეს კანონი დამტკიცდება, რადგან სუვერენული ქვეყნისთვის აუცილებელია

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული