დასავლეთი ფულით ვერ გვმართავს… ბოლომდე გავიტანთ… – მდინარაძე ქვეყნის პარტნიორების წინააღმდეგ
“ქართული ოცნება” ისევ დასავლეთს ადანაშაულებს, ამჯერად ზეწოლაში და აცხადებს, რომ მაინც თავისას გაიტანს.
მოძლიერდა გარედან ზეწოლა, ჩვენი მეგობრების მხრიდან, სამწუხაროდ. დიახ, გავუძლებთ და გავიტანთ ბოლომდე ჩვენს სიმართლეს, ოღონდ განსხვავება არის ერთი: შარშანდელისგან განსხვავებით ისინი რუსულ კანონს აღარ უწოდებენ თუ არ არიან სუბიექტური ფიზიკური პირები. ეს არის უკვე შედეგი, მაგრამ კრიტიკა, რომ შემაშფოთებელია, დამაზიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის, კრიტიკა არის ყალბი. ჩვენ უნდა გავბედოთ ამის თქმა, იმიტომ, რომ აქვთ მცდელობა, გვაიძულონ, არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა. წარმოუდგენელი უსამართლობაა, თქვენთან იღებდეთ, აინიცირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ „ეს არ გაბედოთ“. ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება. თუ ვიღაცას, კონკრეტულ ძალებს უნდათ, რომ ფულით მართონ საქართველო, არა, ასე არ გამოვა. საქართველო არის სუვერენული, შემდგარი სახელმწიფო და საქართველოს მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, – ამბობს მდინარაძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.