ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებ - ვაისი

საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდი გახდა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს, – ამის შესახებ ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა და „ჯვაროსნების“ ყოფილმა დამრიგებელმა, ვლადიმირ ვაისმა „ჩემპიონატთან” ინტერვიუში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები პლეი ოფის საშუალებით ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. გუნდი კარგად თამაშობს, ისინი პირველი მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ. ვფიქრობ, მეორე მცდელობა წარმატებული იქნება. როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ფინალში გავედით, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავმარცხდით.
ახლა მოთამაშეები უფრო გამოცდილები არიან და გუნდს კლასი ეტყობა. დარწმუნებული ვარ, ისინი სასურველ შედეგს მიაღწევენ, ამით ყველა ქართველი ბედნიერი იქნება“ – განაცხადა ვაისმა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში „ჯვაროსნები“ ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში საუკეთესოს ასევე საკუთარ სტადიონზე მიიღებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: primetime.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.