ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩას და მარიუპოლს" - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

"ამ ომის ტრაგედიები მილიონობით ეკრანზე იქნება და შესაბამისად, მილიარდობით გულში. დარწმუნებული ვარ, კაცობრიობა არ დაკარგავს პატივისცემას ჩვენი ხალხის გმირობის მიმართ. კინო ამ გმირობას ლეგენდარულს გახდის და ასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი - ეთიკური არჩევანი. არჩევანი სიცოცხლისა და სამართლიანობის სასარგებლოდ, არის უკრაინის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას მსოფლიოსთან ნებისმიერ დეზინფორმაციულ ქარიშხალში. ხელოვნება ჩვენს მხარეზე იქნება."

აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის.

მან ვიდეომიმართვით რუსეთ-უკრაინის ომის დროს გადაღებული ფილმების პირველი ეროვნული ფესტივალის- "კინო გამარჯვებისთვის" მონაწილეებს მიმართა.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.