დარწმუნებული ვარ, თბილისელ ამომრჩეველს სხვა მსგავსი წონადი ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს

„სოლოლაკში დავიბადე, საბურთალოზე გავიზარდე, ეხლა შეგნებულად ამოვეწერე თბილისიდან და ძეგვში ჩავეწერე – ანუ, ჩემი ასარჩევი არაა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელ ამომრჩეველს, სულ რომ ფანტასტიკურ ვერსიებს “ებარებოდნენ” – სხვა მსგავსი წონადი ალტერნატივა უბრალოდ არა აქვთ“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ქართველიშვილის თქმით, კახა კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატურაზე ალტერნატივა არ აქვს.
„სოლოლაკში დავიბადე, საბურთალოზე გავიზარდე, ეხლა შეგნებულად ამოვეწერე თბილისიდან და ძეგვში ჩავეწერე – ანუ, ჩემი ასარჩევი არაა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელ ამომრჩეველს, სულ რომ ფანტასტიკურ ვერსიებს “ებარებოდნენ” – სხვა მსგავსი წონადი ალტერნატივა უბრალოდ არა აქვთ. კალაძის ოპონენტებმა ეს მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალონ. საარჩევნო პროცესი დიდი ხანია ფარსად გადააქციეს, ყოველ ჯერზე საკუთარ ამომრჩეველს მათთვის რეპუტაციული ზიანის ხარჯზე (არაა “ნაცობა” დღეს საამაყო პოზიცია) ემუდარებიან საარჩევნო უბნებში მისვლას – ყოველ ჯერზე მათი შემდგომი “გადაგდების” მიზნით.
კალაძეს საკუთარი ამომრჩევლის “გადაგდება” აზრად არ მოსვლია არასდროს. შეიძლება რაღაც არ გამოსდიოდა, შეიძლება მისი გუნდი ვერ მუშაობდა რიგ შემთხვევაში მწყობრად – მაგრამ კალაძე პრობლემებს გაქცეოდა ან დამალულიყო სადმე, ეს არც მინახავს და გამორიცხულიც არის. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ასარჩევი – მცხეთის მერია, ჩემი შვილების და შვილიშვილების ქალაქს მინდა ვუსურვო ღირსეული “მამასხლისი”. აქ კი – კახი კალაძეს ალტერნატივა არა აქვს…“-წერს ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ქადაგიძე: რეგიონებში დავიწყეთ “ხალხის ძალის” ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა და პარტიული აპარატი

მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე – ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს