დარწმუნებული ვართ, არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ ჩვენ ხალხთან ერთად მათი ხელმძღვანელობით – გივი მიქანაძე ახალი პრემიერისა და პარტიის ახალი თავმჯდომარის შესახებ

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ახალი პოზიციებიდან ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ქვეყანას ახალ გამარჯვებას მოუტანენ.
მისივე თქმით, პარტია ორივე მათგანის გვერდზე დგას, რათა დასახული მიზნების მიღწევა შეძლონ.
“დარწმუნებული ვარ, მთელი ძალისხმევით, მათთვის ჩვეული სიმტკიცითა და მიზანმიმართულობით ახალ წარმატებებს და ახალ გამარჯვებებს მოუტანენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. მთელი გუნდი მაქსიმალურად გვერდი ვდგავართ ორივე ლიდერთან მიმართებაში იმისთვის, რომ მათ დასახული მიზნები განახორციელონ. დარწმუნებული ვართ, რომ არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ ჩვენ ხალხთან ერთად მათი ხელმძღვანელობით”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით