ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დარწმუნებულები ვართ, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება – ესტონეთის პრეზიდენტი

დარწმუნებულები ვართ, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება – ესტონეთის პრეზიდენტი

უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, დარწმუნებულები ვართ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას იმედი არ უნდა გაუცრუვდეს იმის გამო, რომ ამჟამად ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების პოლიტიკური ნება ალიანსის ყველა მოკავშირეს არ აქვს.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენ, ესტონეთში, NATO-ში გაწევრიანებაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როდესაც რუსული ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ყველას არ სჯეროდა, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა NATO-ს წევრები გახდებოდნენ. მაგრამ აი, ჩვენ აქ ვართ - NATO-ს წევრები და მოკავშირეები“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, როდესაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თვლის თუ არა ის უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას რეალისტურად იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას ნატო-ში ვერ ხედავს.
ipn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.