დარჩიაშვილი: უკრაინა-საქართველოში რუსეთის ქმედებებმა უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სკოპიეში, ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ს მხრიდან ოკუპაციაზე ისაუბრა. მან ამ კონტექსტში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი, ს ანექსია 2014 წელს და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი ახსენა.
“რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წელს მოჰყვა ყირიმის ანექსია 2014-ში და მიმდინარე აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელმაც საფრთხის ქვეშ დააყენა საერთაშორისო სამართალზე დამყარებული მსოფლიოს წესრიგი და უსაფრთხოება რეგიონში. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას და ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ იყო პირველი ღია მცდელობა ცივი ომის შემდეგ, რომ ძალის გამოყენებით შეცვლილიყო სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები.
15 წელზე მეტია რუსეთი აგრძელებს საქართველოს, სა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. მუდმივად ირღვევა იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ. იზოლირებული არიან და მოშორებული საკუთარ ნათესავებს, მიწევს, სალოცავებს. წართმეული აქვთ გადაადგილების თავისუფლება”- თქვა დარჩიაშვილმა.
ეუთოს სამიტი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარეობს. მას ესწრებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ც.
მინისტერიალზე ლავროვმა რუსეთის მიერ წარმოწყებული ომების პროვოცირებაში , საქართველო და ვაშინგტონი დაადანაშაულა.
ამ კონტექსტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ც ახსენა. გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა NATO და ევროკავშირი “ეუთოს სამხედრო პოლიტიკური განზომილების დანგრევაში” დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთო-ს სამიტზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიამ მიიწვია, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა. სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გადაკვეთის ნებართვა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა.
ლავროვის დასწრების გამო, ბალტიის ქვეყნებმა სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ს, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც “ღრმად წუხან გადაწყვეტილების გამო”, რომლის მიხედვითაც, სკოპიეში, ეუთოს-მინისტრთა საბჭოს 30-ე სესიაში სერგეი ლავროვი იღებს მონაწილეობას.
სამიტში არ მონაწილეობას არც უკრაინა.