ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დარღვევები 16:00 საათისთვის – “ჩემი ხმა” 1227 უბნიდან მიღებულ მონაცემებს აქვეყნებს

დარღვევები 16:00 საათისთვის – “ჩემი ხმა” 1227 უბნიდან მიღებულ მონაცემებს აქვეყნებს

დარღვევები 16:00 საათისთვის – “ჩემი ხმა” 1227 უბნიდან მიღებულ მონაცემებს აქვეყნებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლების მონაცემებით:
· მარკირების გაკეთების წესი დაირღვა/მარკირების გარეშე ხმა მისცეს – 70 უბანზე;
· ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა – 47 უბანზე;
· არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ – 139 უბანზე;
· ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა 38 უბანზე;
· იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ხარვეზი გამოვლინდა 133 უბანზე, ხოლო 92 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლისთვის, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა;
ასევე, ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით ამომრჩევლის ვერიფიკაციის დარღვევები გამოვლინდა 11 უბანზე;
“ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვებაში ხელი შეეშალათ 61 უბანზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.