დარღვევები და უწესრიგოები განმარტული უნდა იყოს – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადება თითქმის იდენტურია იმისა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. თუმცა, მასში არაა ნათქვამი, რომ ევროკავშირი პოზიციას ნოემბერში განსაზღვრავს.
„მოვუწოდებთ ცესკოს და სხვა შესაბამის ორგანოებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რათა სწრაფად, გამჭივრვალედ და დამოუკიდებლად იყოს გამოძიებული საარჩევნო უწესრიგობები და ბრალდებები.
უწესრიგობები, რომლებზეც საუბარია, უნდა იყოს განმარტული. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესში ნდობის აღდგენისთვის.
ევროკავშირი ელის ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშსა და რეკომენდაციებს, რომელთა იმპლემენტაციაც რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.
მნიშვნელოვანია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრს შორის. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროინტეგრაციის ძირეულ პრინციპებს.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი იმეორებს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავიუსფლებებს, – რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული, – უნდა გაუქმდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო