არქივი14 ნოემბერი, 2023, 14:37
დაპირისპირება ძაღლის გასეირნების გამო | დაჭრილია ყაზახეთის მოქალაქე, დაჭრილი და დაკავებულია თამაზ ელიზბარაშვილის შვილი

თბილისის ცენტრში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილი დააკავა. ცნობილი ხდება, რომ შემთხვევის შედეგად დაჭრილია ყაზახეთის მოქალაქე.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ძაღლს ასეირნებდა, მას სხვა მოქალაქეებთან შელაპარაკება მოუვიდა, რასაც გასროლა მოჰყვა. ასევე, დაჭრილია თავად ელიზბარაშვილის შვილიც, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტორი: საბა ბუაძე
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.