არქივი12 ნოემბერი, 2024, 11:08
დაპირისპირება კოდორის ხიდზე აფხაზურ ოპოზიციას და ძალოვნებს შორის

ტელეგრამ არხი “RESPUBLICA” ავრცელებს ვიდეოს, სადაც აფხაზეთში კოდორის ხიდზე ოპოზიციის მხარდამჭერებსა და ძალოვნებს შორის დაპირისპირებაა ასახული.
აფხაზეთში პროტესტის ტალღა მოჰყვა რამდენიმე ოპოზიციონერის დაკავებას. 12 ნოემბერს გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები დაბლოკეს. დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავეები დაისჯებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.