დანიუს ჟალიმასი: კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია – საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმური მთავრობა, ის მიტაცებულია ოლიგარქის მიერ. ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას და “ოცნებას” უნდა დაუწესდეს სანქციები

“ჩვენს მიერ სიტუაციის შეფასება უარესდება, სამწუხაროდ. რეპრესიები გრძელდება, სულ უფრო მეტ ადამიანს აპატიმრებენ და ციხეში სვამენ. ახლა ისე ჩანს, რომ “ქართული ოცნება” უკან დახევას არ აპირებს, ამ პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისიდან კი მხოლოდ ერთი გამოსავალია და ეს არის ახალი , იმიტომ რომ ამჟამად საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა არ ჰყავს. პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიაა, რაც სრულებით არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ამიტომ არც ამ პარლამენტს აქვს ლეგიტიმურობა. ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო დღეს არის პრეზიდენტი , რომელიც წარმოადგენს ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის , რომლებსაც ჩაატარებს მიუკერძოებელი საერთაშორისო ორგანო, რათა ის იყოს სამართლიანი და თავისუფალი. ახლა ევროპარლამენტი მიიღებს ამ რეზოლუციას და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ უნდა დაწესდეს სანქციები არა მხოლოდ მთავრობის წევრების წინააღმდეგ, არამედ ასევე იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ ამ რეპრესიებს. რა თქმა უნდა, ასევე მოვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. საქართველო დღეს შეიძლება იქნას აღწერილი, როგორც მიტაცებული სახელმწიფო. ის არის მიტაცებული ოლიგარქის მიერ”.

– განაცხადა ევროპარლამენტარმა, დანიუს ჟალიმასმა “მთავარ არხთან” საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა