დანიის შეიარაღებული ძალები – დანიაში სამხედრო ობიექტების მახლობლად დრონები დაფიქსირდა

დანიაში სამხედრო ობიექტების მახლობლად დრონები დააფიქსირეს, – ინფორმაციას Reuters-ი დანიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ღამით დანიის თავდაცვის რამდენიმე ლოკაციაზე დრონები დაფიქსირდა“, – განაცხადა დანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა.
დანიის შეიარაღებულ ძალებში არ დააკონკრეტეს, თუ სად დააფიქსირეს დრონები.
პოლიციის ცნობით, დრონები დანიის დასავლეთ ნაწილში, კარუპის საჰაერო ბაზის მახლობლად შენიშნეს.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში დრონების დაფიქსირების გამო დანიის რამდენიმე, მათ შორის კოპენჰაგენის აეროპორტი, რამდენიმე საათით დაიხურა.
დრონების გამოჩენასთან დაკავშირებული ინციდენტების შემდეგ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ დანიელები კიდევ უფრო მეტი ჰიბრიდული თავდასხმისთვის უნდა მოემზადონ.
„ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ შეუძლია დაასკვნას, თუ ვინ დგას ბოლო დღეებში დანიის აეროპორტებში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის უკან, თუმცა ევროპის მთავარ მოწინააღმდეგედ რჩება, რომელიც კონტინენტის დესტაბილიზაციას ცდილობს. უნდა ველოდოთ მსგავსი თავდასხმების მეტ შემთხვევას“, – აღნიშნა მეტე ფრედერიქსენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა