ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ამერიკელი დიპლომატი დაიბარა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ამერიკელი დიპლომატი დაიბარა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოპენჰაგენში აშშ-ის საელჩოს უმაღლესი რანგის დიპლომატი უწყებაში დაიბარა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დიპლომატის დაბარება უკავშირდება ცნობებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის მოქალაქეები გრენლანდიაში გავლენის მოხდენის ოპერაციებს ახორციელებენ.
როგორც ადგილობრივი მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, დანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ დანიის ტერიტორიაზე ფარული გავლენის ოპერაციებში ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული აშშ-ის სულ მცირე სამი მოქალაქე მონაწილეობდა.
„სამეფოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ამ ფონზე, ვთხოვე საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ამერიკის საქმეთა რწმუნებული (დიპლომატი) სასაუბროდ დაიბაროს“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიზნით გრენლანდიაზე კონტროლი დააწესოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.