არქივი30 ნოემბერი, 2024, 11:20
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - დანია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია

დანია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი აცხადებს.
„დანია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია. დანია ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.