არქივი28 ოქტომბერი 2024, 06:35
დანიის საგარეო მინისტრი - მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ უფლებას ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

დანიის საგარეო მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, დანია მხარს უჭერს ქართველი ხალხის დემოკრატიულ უფლებას ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
„დანია შეშფოთებულია ეუთო/ოდირის დაკვირვების შედეგებით, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები დაირღვა არათანაბარი გარემოთი, ზეწოლითა და დაძაბულობით. ჩვენ ამ დასკვნებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით,” - აღნიშნულია ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებაში, რომელსაც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.