პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანიის პრემიერ-მინისტრი - არ ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გვაქვს, ასე რომ, ევროპის გადაიარაღება გვჭირდება

დანიის პრემიერ-მინისტრი - არ ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გვაქვს, ასე რომ, ევროპის გადაიარაღება გვჭირდება

დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის გადაიარაღება.
„არ ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გვაქვს. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება ევროპის გადაიარაღება: დახარჯვა, დახარჯვა, დახარჯვა თავდაცვასა და შეკავებაზე“, - განუცხადა მეტე ფრედერიქსენმა ბრიუსელში ჟურნალისტებს, ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრის დაწყებამდე.
ბირთვულ შეკავებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე დანიის პრემიერმა უპასუხა:
„ჩვენ ახლა უნდა ვიმსჯელოთ ყველაფერზე, ასე რომ, მაგიდის გარშემო არსებული ყველა კარგი იდეა ჩვენი დისკუსიის ნაწილი უნდა იყოს“, - აღნიშნა მეტე ფრედერიქსენმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.