ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანიის პრემიერი მეტე ფრედერიქსენი: გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს

დანიის პრემიერი მეტე ფრედერიქსენი: გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მას სურს, დანიის დაქვემდებარებაში მყოფი კუნძული გრენლანდია აშშ-ს შეუერთდეს.

დანიის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუნძული მის მოსახლეობას ეკუთვნის.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ დანიის მთავრობის თვალსაზრისით, გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს“, - თქვა მან.

პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა გრენლანდიის „შესყიდვის“ სურვილი, რის გამოც დანიამ განაცხადა, რომ კუნძული „არ იყიდება“.

2024 წლის დეკემბერში ტრამპმა განაახლა მსგავსი განცხადებები. ამავდროულად, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი კუნძულის დანიისგან დამოუკიდებლობის კამპანიას აძლიერებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.