ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანიის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა

დანიის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. დიპლომატი უწყებაში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია შეხვდა.
ოფიციალური განცხადება, თუ რატომ დაიბარეს და რა განმარტებები მოსთხოვეს დანიის ელჩს უწყებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია. თუმცა მიზეზი ანე ტოფტ სორენსენის ის განცხადება გახდა, სადაც მან ოპ-ედში ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, რომელმაც ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.
ცოტა ხნის წინ განმარტება გაავრცელა დანიის საელჩომაც და აღნიშნა, რომ დანიური სტატიიდან ამოღებული ამონარიდი, კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.